აქ თითოეული 3 და 4-საძინებლიანი თაუნჰაუსი სახლზე მეტია – ეს არის ადგილი, განტვირთვისთვის, შთაგონებისა და ცხოვრებით ტკბობისთვის. დახვეწილი არქიტექტურა ქმნის ორგანულ კავშირს ნათელ ინტერიერსა და კერძო ბაღებს შორის იქ, სადაც ფუფუნება და კომფორტი ბუნებრივ გარემოსთან სრულ ჰარმონიაშია.
Tbilisi Waterfront-ში სერვისები ცხოვრების გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ისინი შექმნილია თანამედროვე აპარტამენტების სრულყოფისთვის და ქმნის დაბალანსებულ ცხოვრების სტილს, სადაც კომფორტი, ფუნქციონალურობა და თანამედროვე ურბანული ცხოვრება ერთიანდება.
Tbilisi Waterfront მეტია, ვიდრე ახალი უბანი. ქალაქის მემკვიდრეობაზე დაფუძნებული და მდინარის ბუნებრივი რიტმით შთაგონებული სივრცე,სადაც ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულ ბალანსში თანაარსებობს.
კრწანისის პარკის კონცეფცია აერთიანებს ეკოლოგიაზე ზრუნვასა და საზოგადოების ინტერესებს. ბუნებას ყველაზე კარგად ის იცავს, ვინც მის მნიშვნელობას აცნობიერებს. გენერალური გეგმა ინარჩუნებს ნაკრძალსა და ტერიტორიის უმნიშვნელოვანეს სიმწვანეს,ქმნის ადამიანზე ორიენტირებულ, მდგრად ურბანულ გარემოს.აქ ცხოვრება ნიშნავს უნიკალური ქართული ბუნების აღმოჩენას და ამავდროულად უმაღლესი კლასის კომფორტის შეგრძნებას.