შეიქმენით მყუდრო მომავალი
გაატარეთ წლები ტკბილად,
წყლის პირას, მდიდრულ საცხოვრებელში.
შეკვეთების მიღება მალე დაიწყება
მყუდრო თავშესაფარი ქალაქთან ახლოს
კრწანისის პარკში გაშენებული Tbilisi Waterfront ქალაქის ცენტრიდან მცირე სავალი მანძილითაა დაშორებული. მწვანე წალკოტში ჩაფლულ მშვიდ უბანს ადგილმდებარეობაც ძალიან ხელსაყრელი აქვს.
შეხმატკბილებული სამეზობლო
Tbilisi Waterfront უნიკალურ საზოგადოებას მასპინძლობს. დასახლების შუაგულში მოწყობილი სივრცეები და იქ გამართული ღონისძიებები ხელს უწყობს სამეზობლოს დაახლოებას.
მდინარისპირა უბანი
საუცხოო საცხოვრებლები მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. ეს მდინარე, რომელიც უბნის შუაგულში მოედინება, ბუნებასთან დაგაახლოებთ
ცხოვრების აქტიურ სტილზე მორგებული გარემო
უბნის ინფრასტრუქტურა და გარე სივრცეები მოძრაობაში ყოფნისკენ გიბიძგებთ. თბილისი წყლის პირას დაპროექტებულია სპორტისა და ბუნებაში აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.
ყველაფერი ფუფუნებაში ცხოვრებისთვის
ჩვენ გთავაზობთ ყველაფერს, რაც თქვენი ცხოვრების დახვეწილ სტილს შეეფერება. საქართველო, ეს ფარული საგანძური, პენსიონერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა ევროპაში.
ადაპტირებული პირობები ყველგან
თბილისი წყლის პირას დაპროექტდა იმგვარად, რომ მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეთ. დიზაინის თითოეული დეტალი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
კეთილდღეობა პრიორიტეტულია
საცხოვრებელი უბანი უზრუნველყოფილია საუკეთესო სპა-სალონებითა და სამედიცინო ცენტრებით. ხოლო ეს წალკოტი, სადაც მდინარეები მოჩუხჩუხებს და ფოთლები შრიალებს, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის დასვენებისა და განტვირთვისთვის.
ევროპის ამომავალი ვარსკვლავი
თბილისი სიცოცხლით სავსე, ფერადი და მუდმივად განვითარებადი ქალაქია, რომელიც თვალს ატკბობს და გულს სამუდამოდ ატყვევებს.
ლუქს-კლასის
აპარტამენტები
ურბანული სტილის თანამედროვე სახლები
35 – 130 მ² ფართობი
1 – 3 საძინებელი
ელეგანტური
თაუნჰაუსები
თანამედროვე სტილის საცხოვრებელი
სახლები მთელი ოჯახისთვის
215 – 280 მ² ფართობი
3 – 4 საძინებელი
დაუნჰაუსების დათვალიერება
კერძო
ვილები
მდიდრული სტილის საკუთარი სახლები
290 – 600 მ² ფართობი
3 – 6 საძინებელი
ვილების დათვალიერება
საქართველო, ნავსაყუდელი თქვენი მყუდრო მომავლისთვის
გაატარეთ ტკბილად წლები თბილისში.
საქართველო, ეს ფარული საგანძური, პენსიონერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა ევროპაში. ჯანდაცვის სისტემა ხელმისაწვდომია, კლიმატი — რბილი და სასიამოვნო. თვალწარმტაცი ბუნება და ყურადღებით შექმნილი ინფრასტრუქტურა კი იდეალურ პირობებს ქმნის ჯანმრთელობისა და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის. მდიდარი ისტორიის მქონე და მასპინძლობით სახელგანთქმულ ქვეყანაში მეგობრული ატმოსფერო სუფევს. თანაც, თბილისიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან მსოფლიოში მოგზაურობა მარტივი და მოსახერხებელია.
Retirement Haven
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სახლში
დეველოპერული კომპანია
“იგლ ჰილს ფროფერთის”
ჩვენი დეველოპერული პორტფოლიო მოიცავს მსოფლიოში სახელგანთქმულ ნაგებობებს, როგორებიცაა ბურჯ-ხალიფა და დუბაის მოლი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სხვა მდიდრულ საცხოვრებელ უბნებთან ერთად.
“Tbilisi Waterfront შთაგონებულია წყაროებით, რომელთა წყალობითაც ქალაქი დაარსდა. ჩვენ წარმოვიდგინეთ უბანი, სადაც ყოველ კენჭს თავისი ადგილი აქვს და თითოეული სივრცე ერთობის განცდას ქმნის.

ჩვენს მიზანს უბრალოდ სახლების აშენება არ წარმოადგენს, არამედ იმ კომფორტული და მყუდრო სივრცეების შექმნა, სადაც თბილისური ატმოსფერო სუფევს და ლეგენდები იბადება“.
მოჰამედ ალაბარი
დამფუძნებელი და თავმჯდომარე
REGISTER INTEREST

©2025 All Rights Reserved

განაცხადი

©2025 ყველა უფლება დაცულია

image