პერსონალური მონაცემების დაცვა

კომპანიის მხრიდან „სიახლეების გამოწერის“ დადასტურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „იგლ ჰილს საქართველომ“  ( შემდგომში მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 404770011; იურ მის: ქ. ქალაქი თბილისი, მთაწმინდის რაიონი, რუსთაველის გამზირი, N 5, ტელ: 00 971 2 497 9999; ელ. ფოსტა: [email protected]) დაამუშაოს თქვენს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები- ელექტრონული ფოსტის მისამართი,   სხვადასხცვა სახის სიახლეების, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებით -მოგაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის სიახლეების, სერვისების, პროდუქციის, კომპანიის  საიმიჯო თემატიკასთან დაკავშირებით და ა.შ.

აღნიშნული თანხმობა ძალაშია მის გამოხმობამდე.

თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიმართოთ კომპანიას მის საკონტაქტო არხებზე  და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე გაცემული  თანხმობის უკან გამოხმობა, კომპანია მიღებული მოთხოვნის შესაბამისად გონივრულ ვადაში  მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებას.

თითოეულ მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ აქვს შემდეგი უფლებები: მისი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. ასევე თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ან/და თქვენი ნებისმიერი (მათ შორის ზ/ა) უფლებების რეალიზების მიზნით მოგვმართეთ ზემოთ აღნიშნულ კომპანიის  საკონტაქტო არხებზე.

კომპანიას ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს განცხადებით, მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით მის მეილზე წერილობით, ოფიცერი მონაცემთა სუბიექტის  მოთხოვნაზე, მიმართვიდან  10 სამუშაო   დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: – შპს საფკო, საკონტაქტო მეილი [email protected].

შეავსეთ განაცხადი

©2025 ყველა უფლება დაცულია

image