ჩვენს შესახებ

ალაბბარი
დამფუძნებელი და თავმჯდომარე

დახვეწილი არქიტექტურისა და გამორჩეული დიზაინის მქონე საცხოვრებელი კომპლექსები

Eagle Hills Properties-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მოჰამედ ალაბარი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანტრეპრენერია, უძრავი ქონების სფეროში 30-წლიანი გამოცდილებით. მოჰამედ ალაბარი ასევე არის Emaar Properties-ის დამფუძნებელი – კომპანიის, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო ცენტრი Dubai Mall ააშენა. ხსენებულ პროექტებს გლობალური გავლენა ჰქონდათ და თანამედროვე ურბანული ცხოვრება შეცვალეს.

ადამიანზე ორიენტირებული და გამორჩეული კომპლექსები, რომლებიც არა მხოლოდ ორგანულად ერწყმიან ქალაქის გარემოს, არამედ ხელს უწყობენ ადგილობრივ ეკონომიკას – სწორედ ეს არის მოჰამედ ალაბარის ხედვა და მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ.

მოჰამედ ალაბარის ხედვით, Eagle Hills Properties-ის პროექტები 18-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის მაროკო, ეგვიპტე, სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, ბაჰრეინი, ეთიოპია და უკვე საქართველოც. თითოეული კომპლექსი ეფუძნება მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების უკეთ ინტეგრაციის პრინციპებს. ამასთან, პროექტები ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს და ქალაქების იერსახეს გამორჩეული დიზაინით ამდიდრებს.

ქვეყანა
0
სასტუმრო და კურორტი
0 +
ბინა
0 ათ.+
სავაჭრო ცენტრი
0

ჩვენს მიერ განვლილი გზა

დიზაინი, რომელმაც დროს გაუძლო და შთაგონების წყაროდ იქცა.

ჩვენს შესახებ

იგლ ჰილსში ჩვენ გვჯერა, რომ არქიტექტურა უნდა იყოს არა მხოლოდ შთამბეჭდავი, არამედ დროსაც უნდა გაუძლოს. ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები არა მხოლოდ თვალისმომჭრელია, არამედ ქმნიან ცოცხალ გარემოს და ქალაქის სივრცეებს ჰარმონიულად ერწყმიან.

18 ქვეყანაში მიღებული 30-წლიანი გამოცდილებით, იგლ ჰილსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის შექმნაში. თითოეული დეტალი უზრუნველყოფს, რომ მობინადრეთა ცხოვრების სტილი იყოს თანამედროვე, კომფორტული და მშვიდი.

შექმნილი ჰარმონიისთვის

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში სახელგანთქმულ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან, რათა თითოეულმა პროექტმა ზუსტად ასახოს ადგილობრივი ხასიათი და სულისკვეთება. ეს მიდგომა ითვალისწინებს, როგორც ქალაქის ისტორიას, ასევე მის ბუნებრივ პირობებს, შესაბამისად ვქმნით კომპლექსებს, რომლებიც გარემოს ორგანულად ერწყმის.

შეავსეთ განაცხადი

©2025 ყველა უფლება დაცულია

image